რევაზ სოხაძე - მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება.
როგორც სოხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა, საქართველოს გზებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობაა.
„ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მოხდება მძიმე სატვირთო მანქანების წონის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას“, – აღნიშნა მინისტრმა.