რევაზ ნადარეიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018
რევაზ ნადარეიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ანუ ხვალ, ფინალურ ბლოკში ასპარეზობის შანსი მხოლოდ ერთ ქართველს, რევაზ ნადარეიშვილს რჩება. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნადარეიშვილი დღეს მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც სომეხ არტურ ალეკსანიანთან დამარცხდა.

ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ალეკსანიანთან ნადარეიშვილი დებიუტში ერთი ქულით დაწინაურდა. პირველივე პერიოდში არბიტრმა სომეხი მოჭიდავე პარტერში დააყენა, მაგრამ რევაზმა ამ უპირატესობის გამოყენება და ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლო, თუმცა პერიოდი მისთვის სასურველი შედეგით (1:0) დაასრულა. მეორე ნახევარში პარტერში დადგომა უკვე ნადარეიშვილს მოუწია რის შემდეგაც ერთქულიანი უპირატესობა (4:3) უკვე მისმა მეტოქემ მოიპოვა. დარჩენილ წუთნახევარში ნადარეიშვილმა აქტიურად შეუტია, თუმცა სასურველი ქულის აღება ვერ შეძლო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ახლა ქართველი ფალავანი ოგანესიანის ნახევარფინალურ ორთაბრძოლას უნდა დაელოდოს და სომეხი მოჭიდავის გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

დღესვე მოასპარეზე კიდევ ორმა ქართველმა, ზვიად პატარიძემ (130 კგ. ) და თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ. ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგეს, ორივე მათგანი ოქროსთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა, ამის შედმეგ კი მათი მომგები სპორტსმენებიც დამარცხდნენ და შესაბამისად ქართველი ფალავნები დამამშვიდებელ რაუნდშიც ვერ მოხვდნენ.

სამაგიეროდ დღეს რეპეშაჟში კარგად დაიწყო და ფინალურ ბლოკში გადავიდა რობერტ კობლიაშვილი, რომელიც დღეს ბრინჯაოს მედლისთვის, რუს ოზდოევს დაუპირისპირდება.