რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

რობერტ კობლიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი რეპეშაჟში დღეს ჩაერთო და და დამამშვიდებელ რაუნდში, აშკარა უპირატესობით – 9:1 ალჟირელ ადემ ბოუჯემლაინს მოუგო.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ევროპის ჩემპიონი კობლიაშვილი,  რუსეთის ნაკრების წევრ, ბეკხან ოზდოევს დაუპირისპირდება. ამ წონით კატეგორიაში მედლები დღეს საღამოს, 20:00 -იდან გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ევროპირველობის ფინალში, კობლიაშვილმა სწორედ ოზდოევს, თანაც საკუთარ სამშობლოში მოუგო.