მეოთხედფინალში დღეს მხოლოდ ნადარეიშვილი იასპარეზებს | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
მეოთხედფინალში დღეს მხოლოდ ნადარეიშვილი იასპარეზებს | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ რევაზ ნადარეიშვილი აგრძელებს. ნადარეიშვილი მერვედფინალში ფრანგ მელნინ ნოუმონვს დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ნადარეიშვილის მეტოქე, სომეხი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, არტურ ალეკსანიანი იქნება, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფთან 0:6 ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ 10:6 გაიმარჯვა.

მერვედფინალური შეხვედრები დათმეს ზვიად პატარიძემ და თორნიკე ძამაშვილმა. პატარიძემ კუბელ ოსკარ პინო ჰინდთან არასასურველი ფრით (2:2) დამარცხდა, ძამაშვილმა კი თურქ ფათიჰ ჩენგიზთან 7-4 წააგო. ახალა ორივე ეს სპორტსმენი თავიანთ მომგებ მეტოქეებს ელოდებიან და მათი ფინალში გასვლის შემთხვევაში ბრინჯაოს მედლებისთვის ასპარეზობის შანსს მიიღებენ.

დღეს საღამოს კი ბრინჯაოს მედლისთვის რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) იჭიდავებს.