ბუდაპეშტში სამივე ქართველი გამარჯვებით იწყებს | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
ბუდაპეშტში სამივე ქართველი გამარჯვებით იწყებს | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღვანდელი დღე მოგებით დაიწყეს საქართველოს ნაკრების წევრებმა.

თორნიკე ძამაშვილი და ზვიად პატარიძე მერვედფინალში არიან, რევაზ ნადარეიშვილი მეთექვსმეტედფინალშია.

ნადარეიშვილმა(97 კგ.) პირველი შეხვედრა კანადელ ტომას ბარეირი 9:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვს შეხვდება.

ზვიად პატარიძე(130) ირანელი გოურეჯილი 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე კუბელი პინო ჰიდსს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება თორნიკე ძამაშვილს (77 კგ.), მან ბელორუს კაზბეკ კილოუკს 7:1 მოუგო და მერვედფინალში თურქ მეტოქეს შეხვდება.

დღესვე რეპეშაჟში ჩაერთვება მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი ( 87 კგ.). მისის პირველი მეტოქე ალჟირელი ადემ ბულჯემლინია.