Reuters – ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ბლოკადაში მოქცევას გეგმავს

10:55, 24.02.2018

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მის აზიელ მოკავშირეებთან ერთად ყვითელ ზღვასა და იაპონიის ზღვაში მოძრავი გემების გაკონტროლებას და საჭიროების შემთხვევაში, დაკავებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო და ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, ფხენიანი საზღვაო ვაჭრობას არალეგალურად მაინც ახორციელებს.

ექსკლუზიურ ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო „როიტერი“ საკუთრ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ბლოკადას ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდებთან ერთად განახორციელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები სამჯერ დააწესა. ამის მიუხედავად, ფხენიანის რეჟიმს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა არ შეუწყვიტავს. 2017 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე დაწესებულ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კიმ ჩენ ინის რეჟიმის მოკავშირე რუსეთი და ჩინეთიც შეუერთდნენ. თუმცა, ბოლო თვეებში დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკაცრი სანქციების მიუხედავად, ფხენიანი სანქციების გვერდის ავლით საზღვაო ვაჭრობას არალეგალურად მაინც ახორციელებდა.

მსგავსი