Reuters-ი - საფრანგეთი მზად არის, სირიის სამთავრობო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს, თუ ასადის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
Reuters-ი - საფრანგეთი მზად არის, სირიის სამთავრობო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს, თუ ასადის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

საფრანგეთი მზად არის, სირიის სამთავრობო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს, თუ ასადის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, თუმცა, ამ ეტაპზე დარტყმები დაგეგმული არ არის. ინფორმაცას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანზე დაყნდობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, თუ კვლავ მოხდება წითელი ხაზის გადაკვეთა, რაც ქიმიური იარაღის გამოყენებას გულისხმობს, მორიგი ინტერვენცია განხორციელდება.

„ვიფქრობ, გაკვეთილი ნასწავლი უნდა იყოს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში, საფრანგეთმა აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად სირიაზე იერიში მიიტანა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. საფრანგეთმა დარტყმები ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო გადაწყვეტილება იყო.

„ეს ქმედება იყო პროპორციული და მიზნობრივი, ეს არ იყო მიმართული ასადის მოკავშირეების ან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი ეცდება სირიაში მშვიდობის დამყარებას რუსეთთან დიალოგის გზით.