Reuters-ის ინფორმაციით, სუდანში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
Reuters-ის ინფორმაციით, სუდანში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

სუდანში საპროტესტო აქციაზე შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. Reuters-ის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. კიდევ ექვსი მძიმედ დაშავდა.

მათ უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ინციდენტი ქალაქ ომდურმანში მოხდა.

მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ძალა გამოიყენა. ისმოდა სროლის ხმაც.

აქციები სუდანში დეკემბრის შუა რიცხვებში, პურის გაძვირების გამო, დაიწყო. ოპონენტები ეროვნული ვალუტის დევალვაციაში მთავრობას ადანაშაულებენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. 15 დეკემბრიდან დღემდე სუდანში აქციების დროს შეტაკებებს 19 ადამიანი ემსხვერპლა.

თავად ომარ ალ-ბაშირი აცხადებს, რომ სუდანში აქციებს უცხო ქვეყნის ძალები აწყობენ.