Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი 38%-მდე შემცირდა, რაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი 38%-მდე შემცირდა, რაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი რეიტინგი 38 პროცენტია, რაც ორი პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე ნოემბრის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის დროს იყო.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადა ამერიკელების 47%-ის მხარდაჭერით დაიწყო. ამჟამინდელი რეიტინგი კი ტრამპის პირველი ვადის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებთან ახლოსაა.
ამასთან, ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელებში მისი რეიტინგი 82%-ს შეადგენს, ხოლო თვის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 87 პროცენტი იყო.
სხვა საკითხებთან ერთად, გამოკითხული ამერიკელები უკმაყოფილოები არიან პროდუქტების ფასებით და, ასევე, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
გამოკითხვა ონლაინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 1 017-მა ამერიკელმა. გამოკითხვას, შესაძლოა, ჰქონდეს დაახლოებით სამ პროცენტამდე ცდომილება.