Reuters - ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაზე, სირიასა და ირანზე საუბარს გეგმავს
Reuters - ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაზე, სირიასა და ირანზე საუბარს გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ელისეის სახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ემანუელ მაკრონი პუტინთან უკრაინაზე, სირიასა და ირანზე საუბარს გეგმავს.

მაკრონი მოსკოვში დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრებად ჩადის. გავრცელებული ინფორმაციით, ის პუტინს ფეხბურთის დაწყებამდე შეხვდება.

წელს მაკრონის ეს უკვე მესამე ვიზიტია რუსეთში. მაისის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 10 ივნისს კი ის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო.