Reuters - ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში ანონიმურ წყაროზე დაყრნდობით ავრცელებს.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, სამხედრო საწვრთნელ ცენტრში მომხდარ აფეთქებას 126 ადამიანი ემსხვერპლა.

ის, რომ თავდასხმის სმხვერპლთა რიცხვი 100-ს აღემატება, სააგენტო Reuters-ს ვარდაკის პროვინციის მთავრობაში არსებულმა წყარომაც დაუდასტურა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი სპეცრაზმის ბაზასთან ააფეთქა.

ტერაქტი ქალაქ მაიდან შაჰრში 21 იანვარს, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა. ავღანური სააგენტო Tolo News-ის ინფორმაციით, ავღანეთის სპეცრაზმმა სამი თავდამსხმელი მოკლა, კიდევ ერთმა თალიბმა კი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა.