Reuters – ამერიკელი დიპლომატების ნაწილმა კარაკასი დატოვა

22:38, 25.01.2019

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატების ნაწილმა კარაკასი დატოვა. სააგენტო ამ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოქალაქეებმა ამერიკელი დიპლომატები კარაკასის აეროპორტში შენიშნეს. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ნიკოლას მადურომ ამერიკელ დიპლომატებს გუშინ ვენესუელის დასატოვებლად 72 საათი მისცა. ეს განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპოზიციონერი ხუან გაიდიო ქვეყნის დროებით მმართველად აღიარა.

მსგავსი