რესტორნებსა და კვების ობიექტებს მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება აკრძალული აქვთ
რესტორნებსა და კვების ობიექტებს მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება აკრძალული აქვთ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა,  რომელებიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს ეხება.

მისი განმარტებით, ობიექტებს საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის“ მომსახურებით აქვთ.

„რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს – რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის“ მომსახურებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი თქმით, შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა.

„აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.