რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ
რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას, შაბათ-კვირის გარდა, დღეიდან განაახლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.

რესტორნებმა შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება ბათუმში პირველი მარტიდან განაახლეს, დღეიდან კი შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.

დატოვე კომენტარი