რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში, ბათუმში პირველი მარტიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 8 მარტიდან განაახლებენ მუშაობას

14:28, 24.02.2021

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.

ამასთან, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ისევ შეზღუდული იქნება.

მსგავსი