რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე - შიმშილის პირას არის სექტორი, თუ დროულად არ იქნა გადარჩენის შესაძლებლობა, გახსნას ვგულისხმობ
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე - შიმშილის პირას არის სექტორი, თუ დროულად არ იქნა გადარჩენის შესაძლებლობა, გახსნას ვგულისხმობ

80-90 პროცენტი რესტორნების არის იჯარით, თუ გრძელვადიანი დაპაუზება კიდევ იქნება, მეიჯარე, რომელიც გარკვეულ შეღავათს აძლევს რესტორანს, რომ დაპაუზების შემთხვევაში, მას ქირა არ გადაახდევინოს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ვეღარ შეძლებს ამას, რადგან მასაც სჭირდება შემოსავალი და მასაც აქვს გარკვეული ვალდებულებები, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რესტორანში ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია პირობების~ იმისა, რომ მომხმარებელმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

„თუ იხდის რესტორანი და არ აქვს შეღავათი, გრძელვადიან პერსპექტივაში ოპერირების გარეშე ისიც ვერ შეძლებს დიდხანს ყოფნას, ამ შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებული იქნება, გამოიყვამოს ის ფართიდან სადაც 7 – 10 წელი არსებობდა და დიდი ფული აქვს ჩადებული. ის სხვაგან ვერ გადავა, რადგან მას გადახდის საშუალება არ აქვს. ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. თუკი დაპაუზება გრძელვადუანად განვითარდა, ვეღარ შეძლებს ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე შეთანხმებას და უბრალოდ ვეღარ შეძლებს ოპერირებას.

პანდემიამდე არსებული 11 ათასი ობიექტიდან გადარჩება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 500. თუ შესაძლებელია დახურულ სივრცეში რომ იაროს ხალხმა (20 კვადრატში ერთი ადამიანი), რესტორნებსაც მიეცი ეს საშუალება, რომ ამოსუნთქვა შეძლოს და ადამიანებმა შეძლონ, რომ იარსებონ.

რესტორანში, სადაც ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია ის პირობები, რომ ადამიანმა იგრძნოს უსაფრთხოდ თავი, მიდიან ისეთ ადგილებში, აგარაკებზე თუ ქალაქ გარეთ, სადაც ეპიდემიის განვითარება უფრო მეტი არის.  ამ ლოგიკას რატომ ვერ უყურებენ ვერ ვხვდები. კონტროლის მექანიზმს კარგავენ და შესაძლებლობას აძლევენ ხალხს, რაც უნდათ, ის რომ აკეთონ. წლიური ბრუნვა ჩვენი სფეროსი იყო სამ მილიარდ ნახევარი დოლარი. ეს არის ის თანხა, რომლითაც ეკონომოკა იზრდებოდა. აქ 300 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან. შიმშილის პირას არის სექტორი, თუ დროულად არ იქნა გადარჩენის შესაძლებლობა, გახსნას ვგულისხმობ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.