რესტორატორთა ასოციაცია ითხოვს, მოქალაქეებთან ერთად ვალდებულებები ბიზნესუბიექტებსაც შეეხოს და დადგინდეს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც, ობიექტებს მწვანე სტატუსი მიენიჭება
რესტორატორთა ასოციაცია ითხოვს, მოქალაქეებთან ერთად ვალდებულებები ბიზნესუბიექტებსაც შეეხოს და დადგინდეს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც, ობიექტებს მწვანე სტატუსი მიენიჭება

პარადოქსულია, რომ ხვალიდან მწვანე სტატუსი სჭირდება ყველა ადამიანს, რომელიც შედის გარკვეული ტიპის დაწესებულებაში და ეს ვალდებულება თავად მეწარმეს არ აქვს. ამის შესახებ განცხადება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

რესტორატორთა ასოციაცია ითხოვს, მოქალაქეებთან ერთად ვალდებულებები ბიზნესუბიექტებსაც შეეხოს და დადგინდეს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც, ობიექტებს მწვანე სტატუსი მიენიჭება.

„დღეს ერთადერთი გამოსავალი არის უსაფრთხო ზონების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მცირე ხუთი წელი დასჭირდება იმ იმუნიტეტის გამომუშავებას, რა შემთხვევაშიც ჩვენ ყველა გადავრჩებით, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ რა შედეგით ვიქნებით და სად ვიქნებით, ეს სწორედ ამ უსაფრთხო ზონებზეა დამოკიდებული. როდესაც სტუმარი მოდის და მას არ აქვს გარანტია, რომ პერსონალი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც თვითონ, როგორ შეიძლება საკითხის სხვანაირად დასმა, რომ ვიღაცის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპი ამოქმდდება. მხოლოდ „მწვანე ბარათით“ იქნება შესვლა შესაძლებელი: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.