რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში ამ დროისათვის 29 პაციენტი იმყოფება
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 29 პაციენტი იმყოფება.
მისი თქმით, ერთი პირი მათთან გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, რომელსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა, თუმცა მისივე განმარტებით, ჯერ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
როგორც თავართქილაძემ აღნიშნა, ამ დრომდე, კორონავირუსის ინფექცია არ დადასტურებია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მოთავსებულ არც ერთ პირს.
მედიკოსის თქმით, უახლოეს მომავალში საკარანტინო ზონიდან რამდენიმე ადამიანის გაწერა იგეგმება.