რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული ამბულატორია პედიატრიული ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პედიატრის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის ენდოკრინოლოგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი.