რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოეს მომავალში შესაძლოა, გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს
რესპუბლიკური საავადმყოფო ახლო მომავალში შესაძლოა, პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.
კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ერთ პაციენტზე პირველადი ტესტი უარყოფითია და მას განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება.
„ჩვენც გვყავს პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა ტეტესტირება, მკურნალობის გავიდა დრო და ტესტზე ნეგატიური პასუხი მივიღეთ. თუ დღესაც ნეგატიური პასუხი იქნება, რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული ეყოლება და გავუშვებთ სახლში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის კორონავირუსისგან 95 პაციენტია განკურნებული.