რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა
რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც „ენბისი ნიუსი“ იტყობინება, სოციალურ ქსელებში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების მიზანი ხმაურით დონალდ ტრამპისთვის ხელის შეშლა იყო.

დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას საყვირებს იყენებდა.

სამართალდამცველებმა თეთრი სახლის გარშემო დამატებითი ჯებირები განათავსეს.