რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, სადაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ, მედიისთვის დახურული იქნება
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, სადაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ, მედიისთვის დახურული იქნება

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, სადაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ, მედიისთვის დახურული იქნება.

ყრილობა 21-24 აგვისტოს შარლოტში გაიმართება. შესაბამისი გადაწყევტილება პარტიის წევრებმა ჩრდილოეთ კარლინას შტატში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით მიიღეს.

ამერიკული მედიის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყრილობაზე დამსწრე დელეგატების რაოდენობა 2550-დან 336-მდე შემცირდება.

როგორც წესი, რესპუბლიკელების წინასაარჩევნო ყრილობას ათასობით მხარდამჭერი და მედიის წარმომადგენლი ესწრება.

უცხოური მედიის განცხადებით, კორონავიურუსის პანდემიის გამო ყრილობის ფორმატის შეცვლა აშშ-ის თანამდეროვე ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია.