„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას არ უერთდება
„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას არ უერთდება

რესპუბლიკელები ვთვლით, რომ მოლაპარაკებების წინ წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება.

„მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება „რესპუბლიკური პარტია” და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება. მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ“, – განაცხადა ხათუნა სანიძემ.