რესპუბლიკურ საავადყოფოში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკურ საავადყოფოში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა, შედეგად კლინიკაში 38 კოვიდინფირებული პაციენტი რჩება.

ამასთან, გოფოძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკა, განმეორებითი ტესტირებების შედეგების მიხედვით, ხვალ კიდევ ორმა პაციენტმა დატოვოს.

მისივე ინფორმაციით, მძიმეა კლინიკაში მყოფი ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა.

„38 პაციენტი გვყავს ამჟამად კოვიდინფიცირებულებული, 39 გვყავდა და დღეს ერთი გამოჯანმრთელდა და დატოვებს კლინიკას. 62 პაციენტი გვყავს სულ, აქედან მძიმეა ერთი ინფიცირებულებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვაზეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს, ასაკოვანი მამაკაცია და ყველაზე საყურადღებო პაციენტია. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, კრიტიკულიც შეიძლება ითქვას.

დანარჩენი პაციენტები მეტნაკლებად სტაბილურები არიან, არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. ველოდებით კიდევ ტესტების პასუხებს, ტესტირებაც გვაქვს და ვნახოთ, რა პასუხები იქნება. ხუთი განმეორებითი ტესტირებაა, აქედან ერთი არის პირველივე განმეორებითი ტესტირება, სამი არის მეორე განმეორებითი ტესტირება. არვიცით, რა იქნება, შესაძლოა სამი პაციენტი გავწეროთ ხვალ“, – აცხადებს ლევან გოფოძე.