რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი რჩება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი რჩება

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაი 27 პაციენტია, მათგან „კოვიდის 19“-ის დადასტურებული დიაგნოზი სამს აქვს.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ბოლო 48 საათის განმავლობაში ორი პაციენტი გავწერეთ. დაგვრჩა სამი, აქედან ორი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ პაციენტს, ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა, თუმცა მისი მდგომარეობა, ფილტვის კონდიციის თვალსაზრისით გაუმჯობესდა ბოლო ერთი ღამის განმავლობაში და ვნახოთ, როგორ წავა მკურნალობა. ცხელების ცენტრში მუდმივად შემოდიან პაციენტები რომლებსაც უტარდებათ ტესტირება.

სამთავრობო დადგენილება გამოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეიძლებოდა 15 რიცხვიდან, თუ ამის კონდიცია იქნებოდა, განაგრძოს მუშაობა როგორც ჩვეულებრივმა კლინიკამ. უკვე განთავისუფლდა მთელი რიგი სივრცეები, დაიწყო მათი დალაგება, დეზინფექცია. რაც შეეხება იმ ერთ ავადმყოფს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, მას რეტესტი უწევს 17 რიცხვში, დანარჩენებს კი ადრე. მათთვის არის ცალკე სივრცე, სრულიად იზოლირებული. ამიტომ, ისინი ხელს არ შეუშლიან იმას, რომ საავადმყოფო ჩვეულებრივ რეჟიმში გადავიდეს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.