რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალისთვის კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალისთვის კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 კოვიდინიფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, ხვალისთვის კლინიკაში ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 30 პაციენტი. აქედან ინფიცირებულები არის 15. დღეს გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი გაეწერა ჩვენგან, რჩება 15 პაციენტი. კიდევ ორის გამოჯანმრთელებას ხვალისთვის ველოდებით.

ამასთან, ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმედ, მართვის სუნთქვაზეა. რა თქმა უნდა, პროგრესი არის მკურნალობაში მაგრამ, ჯერ როგორც ჩვენ გვინდა, ისეთი პროგრესი არ არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმეს პნევმონია აქვს, თუმცა არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას. ძირითადად მაინც ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს. ცხელების ცენტრში მუდმივად იცვლება პაციენტების რაოდენობა, დილას ცხრა პაციენტი გავუშვით ნეგატიური პასუხით“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.