რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება

15:39, 08.03.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება.

როგორც საავადმყოფოს გენერალური დირექტორი განმარტავს, კლინიკაში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, წინა დღეებთან შედარებით, პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.

26 პირიდან 24 საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ არც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ.

ლევან გოფოძის თქმით, გუშინ ტემპერატურის მატების გამო, რესპუბლიკური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურში ორი პაციენტი გადაიყვანეს, თუმცა არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი