რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს, 25 პირის ტესტის პასუხებს კი ელოდებიან
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს, 25 პირის ტესტის პასუხებს კი ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს, კიდევ 25 პაციენტის ტესტის შედეგებს კი ელოდებიან, რომელთა შორის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლებიც არიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ისინი კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან და მდგომარეობის დამძიმება სხვადასხვა სახის დაავადებას უკავშირდება.

„დღის განმავლობაში ჩვენთან ჩატარდა 25 ტესტირება და სადღაც დაახლოებით 9-10 საათისთვის გვეცოდინება ზუსტი მონაცემები. რეალურად კოვიდის რაოდენობა არ მომატებულა, ისევ სამია. რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, ოღონდ ეს არ არის კოვიდით გამოწვეული. გამოწვეულია სხვადასხვა სახის დაავადებებით. რა თქმა უნდა, მათ შორის პნევმონიაც არის, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები და ასე შემდეგ. რეალურად ამ მომენტისათვის რესპუბლიკური საავადმყოფოს საერთო მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“ ,- განცხადა დევი ტაბიძემ.

რაც შეეხება მედპერსონალს, დევი ტაბიძის თქმით, ერთ-ერთი კლინიკის ექიმი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ამავე კლინიკის ხუთი თანამშრომელი რესპუბლიკურში იმყოფება.

„რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს, ერთი პაციენტი არის ექიმი, გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში, დანარჩენი ხუთი პიროვნების ანალიზი ასევე იმ 25 კაცში არის გაგზავნილი და ველოდებით პასუხებს. პრინციპში კლინიკა იქაც სააშუალო სიმძიმის არის, უბრალოდ აღინიშნება პნევმონიები და მაღალი ტემპერატურული მაჩვენებლები. სულ გვყავს 72 პაცინტი ამ მომენტისთვის და დადასტურებული შემთხვევაა სამი“ , – განაცხადა დევი ტაბიძემ.