რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი არ დასჭირდათ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი არ დასჭირდათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს ახალ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ დასჭირდათ.

გოფოძის განმარტებით, მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

„გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს რაც შეეხება, მათ ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო შესაბამისი ჩვენება. გუშინ ჩაუტარდა მხოლოდ შვიდ ადამიანს, მათ, ვისაც აღენიშნებოდათ ცხელება, თუმცა ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.