რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა „ბოლომდე, გამარჯვებამდე“ იმართება
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა „ბოლომდე, გამარჯვებამდე“ იმართება

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა სახელწოდებით „ბოლომდე, გამარჯვებამდე“ იმართება.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მსვლელობას შეუერთდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „ყველა აქ არის, ბევრი ხალხია და ეს არის მთავარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მათივე თქმით, ითხოვენ დაკავებული პირების გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.