რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ მიმდინარეობს
პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს, სახელწოდებით „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტის მიზანი საქველმოქმედოა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსურ დახმარებას ემსახურება. კერძოდ, იგეგმება მათთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა.
აქცია-კონცერტი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. სცენა სხვადასხვა შემსრულებელს ეთმობა.
აქცია-კონცერტის დაწყებამდე ორბელიანების სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.