რესპუბლიკელი სენატორები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, „ტიკტოკის“ საშუალებით ჩაერიოს
რესპუბლიკელი სენატორები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, „ტიკტოკის“ საშუალებით ჩაერიოს

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები შიშობენ, რომ ჩინეთი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, „ტიკტოკის“ საშუალებით ჩაერიოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სენატორები თეთრი სახლის ადმინისტრაციას მიმართავენ, შეაფასოს საფრთხის რეალურობა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შესაძლოა, გამოიყენოს „ტიკტოკზე“ კონტროლი პოლიტიკური საუბრების დამახინჯების ან მანიპულირებისთვის, რათა ამერიკელებს შორის უთანხმოება დათესოს და მიაღწიოს მისთვის სასურველ პოლიტიკურ შედეგს“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც კანონმდებლებმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედ მდივანსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს გაუგზავნეს.

ტიკტოკის“ მენეჯმენტის განმარტებით, მათ აპლიკაციას დეზინფორმაციის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა აქვს და არ ათავსებენ პოლიტიკურ რეკლამებს. მათივე ინფორმაციით, აპლიკაციის შინაარსსა და ზომიერ პოლიტიკას კალიფორნიაში დაფუძნებული გუნდი განკარგავს და უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მასზე გავლენა არ გააჩნია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პეკინს აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით ინტერესი არ გააჩნია.