რესპუბლიკელი სენატორები მიტჩ მაკკონელი და ლინდსი გრემი სენატში მორიგი ვადით აირჩიეს
რესპუბლიკელი სენატორები მიტჩ მაკკონელი და ლინდსი გრემი სენატში მორიგი ვადით აირჩიეს

რესპუბლიკელი სენატორები მიტჩ მაკკონელი და ლინდსი გრემი სენატში მორიგი ვადით აირჩიეს.

სენატში უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა არჩევნებში გამარჯვების შესახებ უკვე განაცხადა. ის სენატში კენტუკის შტატს წარმოადგენს.

დონალდ ტრამპის მოკავშირე ლინდსი გრემი კი სენატში სამხრეთ კაროლის შტატიდან აირჩიეს.

სენატში მორიგი ვადით აირჩიეს რესპუბლიკელი ტომი ტაბერვილი, რომელიც ალაბამადან იყრიდა კენჭს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც იმართება.

გარდა ამისა, ამომრჩევლები ირჩევენ 100-წევრიანი სენატის 35 წევრს. სენატში უმრავლესობას ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელები ფლობენ. ამერიკელი მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორს ირჩევენ.