რეშფორდი - ექვსი წლით „მანჩესტერში“
რეშფორდი - ექვსი წლით „მანჩესტერში“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი გააგრძელებს კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან. ახალი ხელშეკრულება ექვსი წელი იქნება ძალაში, – წერს გაზეთი „მირორი“(Mirror).

ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად, რეშფორდი მზად არის დარჩეს „იუნაიტედში“.

ამ სეზონში რეშფორდმა 22 მატჩში ცხრა გოლი და შვიდი შედეგიანი პასი დააგროვა.