რეშფორდი „არსენალის“ სატრანსფერო პრიორიტეტია #1TVSPORT
რეშფორდი „არსენალის“ სატრანსფერო პრიორიტეტია #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი, შესაძლოა, „არსენალში“ გადავიდეს.

24 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა. „არსენალი“ მზად არის რეშფორდში 45 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში რეშფორდმა 30 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში, გაიტანა ხუთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.