რექს ტილერსონი - რუსეთი აიარაღებს და ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ უკრაინაში ანტისამთავრობო ძალებს
რექს ტილერსონი - რუსეთი აიარაღებს და ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ უკრაინაში ანტისამთავრობო ძალებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ რუსეთი აიარაღებს, ხელმძღვანელობს, წვრთნის აღმოსავლეთ უკრაინაში ანტისამთავრობო ძალებს და მათ გვერდით იბრძვის.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს განცხადება რექს ტილერსონმა ვენაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თანდასწრებით გააკეთა, როდესაც ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოდიოდა სიტყვით.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ძალადობის წყარო. რუსეთი აიარაღებს, ხელმძღვანელობს, წვრთნის ანტისამთავრობო ძალებს და მათ გვერდით იბრძვის. მოვუწოდებთ რუსეთს და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ძალებს, შეწყვიტონ ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დევნა, დაშინება და მასზე თავდასხმა“, – განაცხადა ტილეროსნმა.

ამასთან, როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-ი მიიჩნევს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება დონბასიდან რუსეთის ძალების გაყვანამდე და მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე.