რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შესაძლოა, ახლო მომავალში შეხვდნენ
რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შესაძლოა, ახლო მომავალში შეხვდნენ

უახლოეს მომავალაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ.

რუსეთში ამერიკის ელჩის ინფორმაციით, მხარეებს შორის საორგანიზაციო საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჯონ ჰანთსმენმა ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ელჩი იმედოვნებს, რომ ტილერსონს და ლავროვს  ორმხრივი ურთიერთობების გარდა, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხზე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ.