რექს ტილერსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
რექს ტილერსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტილერსონის განმარტებით, ამჟამად რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციები არკვევენ, აქვს თუ არა ორ პრეზიდენტს საკმარისი საკითხები არსებითი განხილვისთვის, რაც შეიძლება ვიეტნამში ორმხრივი შეხვედრის საფუძველი გახდეს.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონიც და მოსკოვიც მუშაობენ რამდენიმე რთული მიმართულებით, თუმცა ჯერ არ არის განსაზღვრული, რამდენად მიზანშეწონილია მოცმეულ მომენტში შეხვედრის გამართვა.

„სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამორიცხული არ არის, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის“, – განაცხადა ტილერსონმა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ვიეტნამში დაგეგმილ APEC-ის სამიტის ფარგლებში 10 ნოემბერს შეხვდებიან. როგორც უშაკოვმა აღნიშნა, ამ დროისთვის შეხვედრის ზუსტი დრო თანხმდება. თავის ხმრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის, ამერიკელ კოლეგას შეხვდეს.

პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ერთხელ – 2017 წლის ივლისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდა.