რეპერ შონ კომბსს ნიუ იორკის სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რეპერ შონ კომბსს ნიუ იორკის სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ამერიკელ რეპერ შონ „დიდი“ კომბსს ნიუ იორკის სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მოსამართლე არუნ სუბმარანიანის თქმით, სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახული „სისასტიკე მასშტაბურ სასჯელს“ იმსახურებს.

შონ კომბსი სასამართლომ დამნაშავედ პროსტიტუციის მიზნით პირთა ტრანსპორტირებაში ჯერ კიდევ ივლისში ცნო. ბრალდების მხარე მისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მხოლოდ 14-თვიან პატიმრობას, საიდანაც შონ კომბსს 13 უკვე საპატიმროში აქვს გატარებული.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში შონ კომბსის შვილებიც ესწრებოდნენ. სასჯელის გამოცხადებამდე შონ კომბსმა მოსამართლეს მეორე შანსი სთხოვა და შვილებსა და დედას მოუბოდიშა. მან ასევე ბოდიში მოუხადა მის ყოფილ მეგობარ ქალ კესი ვენტურას, რომლის მიმართაც წლების წინ ფიზიკურად იძალადა.