რენესანსი – იტალიის ნაკრებმა მწვანე ფორმა წარადგინა (ვიდეო)

18:41, 07.10.2019

იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა წარადგინა სათამაშო ფორმის ახალი კომპლექტი, რომელსაც ამ ნაკრებისთვის არადამახასიათებელი – მწვანე ფერი აქვს. კომპლეტი, რომელმაც მიიღო სახელწოდება „რენესანსი“, გაფორმებულია აღორძინების ეპოქის გრაფიკით. ის შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის იმ მიზნით, რომ სიახლე იყოს როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია „პუმა“, რომელიც იტალიის ნაკრების ტექნიკური სპონსორია, ახალი ფორმისთვის აღმაფრენას წარსულში ეძებდა: 1954 წლის დეკემბერში, იტალიამ მწვანე მაისურებით ითამაშა და რომში გამართულ ამხანაგურ მატჩში არგენტინა 2:0 დაამარცხა.

სათამაშო ფორმის ახალი კომპლექტით იტალია პირველად 12 ოქტომბერს, ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს მატჩიც, ისევე, როგორც 65 წლის წინათ, არგენტინასთან შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი