რემატჩის მოლოდინში - ვახტანგ ახობაძე ყირგიზ სპორტსმენს 26 აპრილს ბათუმში შეხვდება #1TVSPORT
რემატჩის მოლოდინში - ვახტანგ ახობაძე ყირგიზ სპორტსმენს 26 აპრილს ბათუმში შეხვდება #1TVSPORT

26 აპრილს ბათუმში პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი სპორტსმენის, ბეკბოსუნ ტოკტოსუნის რემატჩი გადაწყდა – ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს Nomad Sports-მა მიაწოდა.

პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი 2025 წლის აგვისტოში გახდა. მან მოლდოვაში გამართულ შეჯიბრებაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყირგიზი სპორტსმენი ბეკბოსუნ ტოკტოსუნი დაამარცხა.

შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მეტოქემ ქართველ სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა, ბრძოლის დასაწყისში კი იცინოდა. ეს ვიდეო შემდეგ ვირუსულად გავრცელდა და ორივე სპორტსმენი მთელმა მსოფლიომ სწორედ მაშინ გაიცნო.

26 აპრილს ბათუმში პარამკლავჭიდში რემატჩის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი Nomad Sports-ია, რაც სააგენტოს დამფუძნებელმა, სპორტულმა მენეჯერმა გეგი კიკაბიძემ გვითხრა.

„რემატჩი გადაწყვეტილია და ბათუმში გაიმართება. ჯერ იყო საუბარი, რომ შეხვედრა სომხეთში, ნეიტრალურ დარბაზში ჩატარებულიყო, მაგრამ, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოოდ ორივე მხარემ მასპინძლად საქართველო ვამჯობინეთ“, – ამბობს გეგი კიკაბიძე.