რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო - ილია მეორეს ვულოცავთ აღსაყდრების დღეს, მას ურთულეს პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო - ილია მეორეს ვულოცავთ აღსაყდრების დღეს, მას ურთულეს პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც ტექსტშია ნათქვამი, საქართველოს პატრიარქმა განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-­პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვის ტექსტში.