რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღეს ორწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღეს ორწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღეს გასული ორი წლის ანგარიშს წარადგენს. გასული წლების მთავარ გამოწვევად რელიგიის სააგენტო ოკუპირებულ ტერიტორიაზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ასახელებს.

ორწლიან ანგარიშში ასევე საუბარია საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძოდ, 2016-17 წლებში სააგენტომ გააგრძელა რელიგიურ სფეროში მეზობელი სახელმწიფოებისა და თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გაცნობა.

ანგარიშის მოხსენებაში საუბარი შეეხება რელიგიური პრობლემების პრევენციას, კერძოდ, სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობას, რომელზეც მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის დავა გასულ წლებში მიმდინარეობდა.

„წარმატებით სრულდება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წინადადება და პროექტები, რისი ვალდებულებაც აქვს რელიგიათა სააგენტოს ცნობიერების ამაღლების კუთხით. აღსანიშნავი გახლავთ ის ფაქტი, რომ რამდენიმე რელიგიასთან მიმართებით წარმატებით ხორციელდება ნაგებობების გადაცემის პროცესი, ვგულისხმობ მეჩეთების, სინაგოგების, ეკლესიების მიმართულებით“ – განაცხადა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ.

დატოვე კომენტარი