რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დადებითად შეაფასა
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დადებითად შეაფასა

მიმდინარე არჩევნებით თურქეთში დემოკრატიული რევოლუცია ხდება, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის შემდეგ განაცხადა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ უბანზე ყოფნის განმავლობაში ხმა 150-მა ადამიანმა მისცა.

“მოსახლეობის აქტიურობა აჩვენებს რამდენად დაწინაურდა თურქეთის დემოკრატია და რამდენად განვითარებულია თურქეთის დემოკრატიული სიმწიფე” – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.