რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - სირიის აფრინის რეგიონი ქურთების „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ მებრძოლებისგან უნდა გაიწმინდოს
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - სირიის აფრინის რეგიონი ქურთების „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ მებრძოლებისგან უნდა გაიწმინდოს

სირიის აფრინის რეგიონი ქურთების „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ მებრძოლებისგან უნდა გაიწმინდოს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში მმართველი პარტიის სხდომაზე განაცხადა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა უკმაყოფილება გამოხატა აშშ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაპირებების უმრავლესობას არ ასრულებს.

თურქეთის პრეზიდენტმა სირიელი ქურთების „დემოკრატიული კავშირის პარტიის“ მხარდაჭერისთვის დასავლეთის ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა. „დაეშს აიარაღებს ის, ვინც აცხადებს, რომ ამ ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ იბრძვის. ეს ჯგუფი შექმნეს მათ, ვინც შექმნა „დემოკრატიული კავშირის პარტია“ და წაახალისა „ქურთისტანის რეგიონული მთავრობა“, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა“ – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტერორისტული ჯგუფი რეგიონის შესაცვლელად შეიქმნა.