რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

შავი ზღვის სანაპირო ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის, მსგავსი სისტემის შემოღებისთვის ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც „დოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ.“

თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებამ გამოიწვია.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების შემდეგ გამწვავდა, რომელსაც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება ბრალად.

აშშ-ის არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება პასტორის გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

დატოვე კომენტარი