რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - დასავლეთს ერდოღანის ხელისუფლების ჩამოშლის ნახვა სურს
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - დასავლეთს ერდოღანის ხელისუფლების ჩამოშლის ნახვა სურს

დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის ხელისუფლების ჩამოშლის ნახვა სურს, მზად ვართ დასავლეთს გაკვეთილი ჩავუტაროთ? – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, სტამბოლში გამართულ საარჩევნო აქციაზე განაცხადა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მომხრეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ პრეზიდენტობისთვის ერდოღანს სავარაუდოდ, ბრძოლა მეორე ტურში მოუწევს. არჩევნები საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პარალელურად ჩაივლის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმაციას საფრთხე შეუქმნას.