რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ხელისუფლებას თურქ სამხედროებზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ხელისუფლებას თურქ სამხედროებზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებას თურქ სამხედროებზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხვალ, 12 თებერვალს, გაასაჯაროებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამოქმედო გეგმას.

„სირიის რეჟიმს იდლიბში სერიოზული პრობლემები შეექმნა, რასაც იმსახურებდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ეს გაგრძელდება, რაც უფრო მეტ თავდასხმას განახორციელებენ ისინი ჩვენს სამხედროებზე, მით უფრო ძვირი დაუჯდებათ მათ ეს. აღნიშნულ ნაბიჯებს საზოგადოებას ხვალ გავაცნობ“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიის სახელისუფლებო ძალების მიერ თურქეთის პოსტისთვის გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა.