რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მათივე ინფორმაციით, საუბრის დროს განხილული იქნა თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს სტამბოლში, როგორც კი მხარეები შესაფერის თარიღზე შეთანხმდებიან.
ამასთან, როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განმარტა, თურქეთი მიზნად ისახავს სირიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაში დახმარებას.