რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა რეგიონული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს სოჭში 29 სექტემბერს შეხვდა.